საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
"არავის ეყვარება ჩვენი სახლი ჩვენსავით" - უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ "არავის ეყვარება ჩვენი სახლი ჩვენსავით" - უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ
სტატია გამოქვეყნებულია 4 თვის წინ

რუსეთის მხრიდან შეჭრის ალბათობის პარალელურად უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ. ეს დღე ერთიანობის დღედ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა.

ქუჩებში უკრიანის დროშებია გამოფენილი, ადამიანები გარეთ გამოდიან და ამ დღეს ერთად აღნიშნავენ. კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე უკრაინის გიგანტური დროშაც გაშალეს.

კადრი ეთერიდან - ფორმულა

ერთიანობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა - ის ამბობს, რომ განსხვავებულობის მიუხედავად, ყველა უკრაინელს აერთიანებს სამშობლოს სიყვარული და მისი დაცვის სურვილი.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ერთიანობის დღე. ჩვენ განსხვავებულები ვართ, მაგრამ გვაერთიანებს სურვილი, ვიცხოვროთ მშვიდად ბედნიერად, როგორც ოჯახმა, ჩვენს ბავშვებთან და მშობლებთან ერთად. ჩვენ გვაქვს ამ ყველაფრის უფლება, რადგან ჩვენს სახლში ვართ, უკრაინაში. არავის არ ეყვარება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ", - აცხადებს ზელენსკი.

14 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია რუსული ძალების მხრიდან შეტევის 16 თებერვალს დაწყების შესახებ - სწორედ ამიტომ უკრაინის პრეზიდენტმა ეს დღე ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

უკრაინის საზღვრებზე ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებისა და დაძაბულობის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:

 

მთავარი ფოტო: BBC
კომენტარები