საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: უკრაინის საზღვარზე რუსეთი სისხლის მარაგებს ავსებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი: უკრაინის საზღვარზე რუსეთი სისხლის მარაგებს ავსებს
სტატია გამოქვეყნებულია 4 თვის წინ

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან სიტუაციის დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯები არ ჩანს - პირიქით, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსეთი მის ძალებს სხვადასხვა მარაგით ავსებს.

ლოიდ ოსტინმა NATO-ს მინისტერიალზე განაცხადა, რომ ბოლო დღეებშიც კი რუსული ძალები მარაგებს ივსებენ. მისი ინფორმაციით, რუსეთი "შავ ზღვაში მზადყოფნას ზრდის და სისხლის მარაგებს ავსებს". თავდაცვის მდივნის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინას უფროდაუფრო უახლოვდებიან.

„მე არც თუ ცოტა ხნის წინ ვიყავი ჯარისკაცი და ვიცი, რომ ამ ყველაფერს არ აკეთებ უმიზეზოდ. კიდევ უფრო მეტად არ აკეთებ ამას, თუკი იბარგები და სახლში მიდიხარ. ამიტომ ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ფხიზლად ვრჩებით" - განაცხადა ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ აშშ ინფორმაციას აგროვებს დონბასში მომხდარ აფეთქებაზე და არსებობს ეჭვიც, რომ მომხდართან რუსეთი იყოს დაკავშირებული, შეჭრისათვის ნიადაგის მოსამზადებლად.

"ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ რუსებმა მსგავსი რამ ჩაიდინონ სამხედრო კონფლიქტის გამოწვევის მიზნით", - დასძინა მან.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, სეპარატისულმა მხარემ დონბასში რამდენჯერმა გახსნა ცეცხლი, ააფეთქეს საბავშვო ბაღიც.

უკრაინა-რუსეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს გაეცანით ბმულზე:

 

კომენტარები