საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ხვალ, 19 თებერვალს რუსეთი ბირთვულ წვრთნებს დაიწყებს ხვალ, 19 თებერვალს რუსეთი ბირთვულ წვრთნებს დაიწყებს
სტატია გამოქვეყნებულია 4 თვის წინ

19 თებერვალს რუსეთი ბირთვულ წვრთნებს დაიწყებს - ამის შესახებ ინფორმაციას Ria Novosti ავრცელებს. ბირთვული ტრიადა მოიცავს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბირთვულ იარაღს.

ღონისძიებებში ჩაერთვებიან საჰაერო კოსმოსური ძალები, სამხრეთ სამხედრო ოლქი, სტრატეგიული სარაკეტო ძალები, ჩრდილოეთ და შავი ზღვის ფლოტები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნები წინასწარ იყო დაგეგმილი.

„შაბათს, 19 თებერვალს, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, ჩატარდება სტრატეგიული შეკავების ძალების გეგმიური წვრთნა, რომლის დროსაც ბალისტიკური და საზღვაო რაკეტების გაშვება მოხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

წვრთნების პარალელურად კი რუსული ჯარემი უკრაინის საზღვრებთან არიან განლაგებულნი. მსოფლიო კრემლს დიპლომატიის გზაზე დაბრუნებისკენ უკვე რამდენიმე კვირაა, მოუწოდებს.

უკრაინის საზღვრებზე ვითარება ბოლო რამდენიმე დღეა, განსაკუთრებულად დაძაბულია. საერთაშორისო მედია NATO-ს წევრი სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვასა და სახელმწიფო უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს.

აშშ აქტიურად წერს იმაზე, რომ რუსეთმა შეჭრისთვის შესაძლოა სხვადასხვა სახის დეზინფორმაცია გამოიყენოს. მაღალი თანმდებობის პირები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის სცენარს შეიძლება ავითარებდეს.

უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:

კომენტარები