საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მოსახლეობის ევაკუაცია ოკუპირებული ლუგანსკიდანაც გამოცხადდა მოსახლეობის ევაკუაცია ოკუპირებული ლუგანსკიდანაც გამოცხადდა
სტატია გამოქვეყნებულია 4 თვის წინ

მოსახლეობის ევაკუცია ოკუპირებული ლუგანსკიდანაც დაიწყო. გადაწყვეტილების შესახებ ლეონიდ პასეჩნიკმა, საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, განაცხადა.

Ria Novosti-ის ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაცია, დონბასის მსგავსად, ლუგანსკიდანაც რუსეთის მიმართულებით განხორციელდება.

„მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად ვთხოვ მცხოვრებლებს, დატოვონ ტერიტორია და რუსეთის ფედერაციაში გადავიდნენ. ეს ეხებათ პირებს, ვისაც არ აქვს მობილიზაციის ბრძანება, ასევე, ვინც არ არის ჩართული სოციალური და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სასიცოცხლო უზრუნველყოფაში", - განაცხადა პასეჩნიკმა.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს ოკუპირებული დონბასიდანაც. იქ რეჟიმის ლიდერმა კრემლის პროპაგანდისტული მესიჯბოქსის მსგავსად დასძინა, რომ ოფიციალური კიევი მუდმივად ზრდის კონფლიქტის ზონაში სამხედრო პერსონალის რაოდენობას. ეს კი მაშინ, როცა უკრაინის საზღვრებთან ათიათასობით სამხედრო და შესაბამისი ტექნიკა რუსეთს ჰყავს განლაგებული.

უკრაინის საზღვრებზე ვითარება ბოლო რამდენიმე დღეა, განსაკუთრებულად დაძაბულია. საერთაშორისო მედია NATO-ს წევრი სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვასა და სახელმწიფო უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს.

აშშ აქტიურად წერს იმაზე, რომ რუსეთმა შეჭრისთვის შესაძლოა სხვადასხვა სახის დეზინფორმაცია გამოიყენოს. მაღალი თანმდებობის პირები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის სცენარს შეიძლება ავითარებდეს.

უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:

კომენტარები