საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ბლინკენი: რაც გასული 24-48 საათის განმავლობაში ვნახეთ, რუსეთის სცენარის ნაწილია ბლინკენი: რაც გასული 24-48 საათის განმავლობაში ვნახეთ, რუსეთის სცენარის ნაწილია
სტატია გამოქვეყნებულია 5 თვის წინ

​აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რასაც გასული 24-48 საათის განმავლობაში ვაშინგტონი უკრაინის საზღვართან უყურებს, რუსეთის მიერ ყალბი პროვოკაციების შექმნის სცენარის ნაწილია. მისი თქმით, 2014 წლისა (უკრაინის) და 2008 წლის საქართველოს მაგალითებიც უნდა გვახსოვდეს. 

ბლინკენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დიპლომატიისთვის მზადაა, თუმცა „ღრმა შეშფოთება" გამოთქვა, რომ რუსეთი ამ გზას არ მისდევს.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ბოლო დღეებში შეიარაღებული ძალების უკან დახევასთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელა, ფაქტია ეს არ მომხდარა. ჩვენ ვხედავთ, როგორ მიემართებიან დამატებითი ძალები უკრაინის საზღვრებისკენ. ამიტომ, ფხიზლად უნდა ვიყოთ," - განაცხადა ბლინკენმა

სახელმწიფო მდივნი ამბობს, რომ სანამ ასეთ სოლიდარობას შეინარჩუნებენ, რომელი გზაც არ უნდა აირჩიოს პრეზიდენტმა პუტინმა, ნებისმიერ ვითარებაში  პასუხის გასაცემად​ მზად იქნებიან.

უკრაინის საზღვრებზე ვითარება ბოლო რამდენიმე დღეა, განსაკუთრებულად დაძაბულია. საერთაშორისო მედია NATO-ს წევრი სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვასა და სახელმწიფო უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს.

აშშ აქტიურად წერს იმაზე, რომ რუსეთმა შეჭრისთვის შესაძლოა სხვადასხვა სახის დეზინფორმაცია გამოიყენოს. მაღალი თანამდებობის პირები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის სცენარს შეიძლება ავითარებდეს.

უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:

კომენტარები