საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
პუტინი ლუგანსკიდან და დონბასიდან რუსეთში ჩასულებს 10 ათას რუბლს გადაუხდის პუტინი ლუგანსკიდან და დონბასიდან რუსეთში ჩასულებს 10 ათას რუბლს გადაუხდის
სტატია გამოქვეყნებულია 4 თვის წინ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას დაავალა 10 ათასი რუბლი გასცეს თითოეულ პირზე, რომელიც როსტოვის ოლქში პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებიდან ჩავიდა. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" წერს.

როსტოვის ოლქში უკრიანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩასული ადამიანების განლაგებას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გააკონტროლებს.

მანამდე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სეპარატისტული რესპუბლიკების მეთაურებმა მოსახლეობის რუსეთში ევაკუაციის შესახებ განაცხადეს. ამის მიზეზად მათ უკრაინის ჯარების მოსალოდნელი შეტევა დაასახელეს.

კიევი თავდასხმისთვის მზადებას უარყოფს. უკრაინის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ რუსეთი ბერჯერ გამოყენებული სცენარით მოქმედებს და მის მოწყობილ პროვოკაციებს ოფიციალურ კიევს აბრალებს.

რუსეთში გასაყვანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა უცნობია. დონეცკელი სეპარატისტების ხელმძღვანელმა დენის პუშლინმა „როსია 24“-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ "მხოლოდ დონეცკიდან ლტოლვილთა რაოდენობა ასობით ათასს მიაღწევს“.

ბოლო ორი დღეა, სეპარატისტები უკრაინელ სამხედროებს დაბომბვაში ადანაშაულებენ. მხოლოდ 16 თებერვლის საღამოდან 17 თებერვლის დილამდე ეუთოს მისიამ კონფლიქტის ხაზზე ხუთასზე მეტი ჭურვის აფეთქება დაფიქსირდა.

პარასკევს საღამოს დონეცკის სეპარატისტების ხელისუფლებამ დონეცკის პოლიციის უფროსის მანქანის აფეთქების შესახებ განაცხადა. მანქანა გაჩერებული იყო შენობის გარეთ, სადაც განთავსებულია სეპარატისტული ხელისუფლება. 

***

უკრაინის საზღვრებზე ვითარება ბოლო რამდენიმე დღეა, განსაკუთრებულად დაძაბულია. საერთაშორისო მედია NATO-ს წევრი სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვასა და სახელმწიფო უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს.

18 თებერვალს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა  მოსახლეობის რუსეთში მასობრივი გაყვანის შესახებ განაცხადა. მისი ვიდეო მესიჯი ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა. 

მოგვიანებით მოსახლეობის ევაკუცია ოკუპირებული ლუგანსკიდანაც დაიწყო. გადაწყვეტილების შესახებ ლეონიდ პასეჩნიკმა, საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, განაცხადა.

Ria Novosti-ის ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაცია, დონბასის მსგავსად, ლუგანსკიდანაც რუსეთის მიმართულებით განხორციელდება.

უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:

კომენტარები