საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ბაიდენი: ამ მომენტისთვის დარწმუნებული ვარ, რომ პუტინმა მიიღო თავდასხმის გადაწყვეტილება ბაიდენი: ამ მომენტისთვის დარწმუნებული ვარ, რომ პუტინმა მიიღო თავდასხმის გადაწყვეტილება
სტატია გამოქვეყნებულია 5 თვის წინ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 18 თებერვალს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა ალყა შემოარტყეს უკრაინას და ის ამ მომენტში დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია არჩევანიდიპლომატიის სასარგებლოდ გააკეთოს, მაგრამ თუ ის სამხედრო კონფლიქტის გზას აირჩევს, მას სანქციებს დაუწესებენ.

აშშ-ის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, სერგეი ლავროვმა და ენტონი ბლინკენმა 24 თებერვლისთვის ევროპის კონტინენტზე შეხვედრა შეათანხმეს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მცდელობის მიუხედავად, ჩვენს რიგებში განხეთქილება ჩამოეგდო, ეს არ მოხდა. თავისუფალი სამყარო ერთად დგას, თქვა ბაიდენმა. მისი თქმით, აშშ-ს კონფლიქტი არ სურს, მას სურს კონფლიქტის თავიდან აცილება. 

"ამ მომენტიდან მე დარწმუნებული ვარ, რომ მას გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ჩვენ გვჯერა, რომ ისინი მიზანში კიევს ამოიღებენ." – თქვა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე

მოსკოვი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს, მიუხედავად მეზობელი ქვეყნის საზღვართან ჯარების დიდი რაოდენობის თავმოყრისა.

"თუ ამ შეხვედრის თარიღამდე რუსეთი სამხედრო მოქმედებებს განახორციელებს, ნათელი იქნება რომ მათ დიპლომატიას კარი დაუკეტეს"– თქვა ჯო ბაიდენმა

ბაიდენმა, სხვა დასავლელ ოფიციალურ პირებთან ერთად, განაცხადა, რომ მოსკოვი ეძებს საბაბს უკრაინაში შეჭრისათვის.

***

უკრაინის საზღვრებზე ვითარება ბოლო რამდენიმე დღეა, განსაკუთრებულად დაძაბულია. საერთაშორისო მედია NATO-ს წევრი სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვასა და სახელმწიფო უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს

უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:

კომენტარები