საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
რუსეთში აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავდასხმების საფრთხის გამო ხალმხმრავლობებს ერიდონ რუსეთში აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავდასხმების საფრთხის გამო ხალმხმრავლობებს ერიდონ
სტატია გამოქვეყნებულია 4 თვის წინ

რუსეთში აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს, ერიდონ ქვეყანაში ხალმხრავლობებსა და თავშეყრის ადგილებს. საელჩოს ცნობით, არსებობს ინფორმაცია, რომ თავშეყრის ადგილებში, შესაძლოა, რაიმე სახის თავდასხმა მოხდეს.

საელჩო მოუწოდებს მის მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. მათი განცხადებით, მუშაობს სატელეფონო კონსულტაციაც.

„მედიის წყაროების ინფორმაციით, არსებობს საფრთხე, რომ სავაჭრო ცენტრებზე, რკინიგზასა და მეტროსადგურებზე და სხვა თავშეყრის ადგილებზე მოხდება თავდასხმები. საუბარია ისეთ მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებზეც კი, როგორიცაა მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი, ასევე უკრაინა-რუსეთის სასაზღვრო არეალებში", - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, მიიღონ შემდეგი ზომები:

  • რეგულარულად გაეცნონ ადგილობრივ და საერთაშორისო მედიას
  • თავი აარიდონ თავყრილობებს
  • შეატყობინონ მათი უსაფრთხოების შესახებ ახლობლებს
  • ჰქონდეთ ინფორმაცია მათ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე
  • ფრთხილად იყონ ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ტურისტი/დასავლეთიდან ჩასული პირია
  • გადახედონ უსაფრთხოების პირად გეგმას
  • თან ატარონ იდენტიფიცირების დამადასტურებელი საბუთები, მათ შორის პასპორტი რუსეთის ვიზით
  • ჰქონდეთ ევაკუაციის გეგმაც, რომელიც არ ეყრდნობა აშშ-ის მთავრობის დახმარებას

რუსეთმა უკრაინის საზღვრებზე რამდენიმე ათეული ათასი ჯარისკაცი და ტექნიკა მოაბილიზა. დასავლელი ლიდერები დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ პუტინი ჯარებს უკრაინაში განმერობით შეჭრას უბრძანებს.

რუსეთის განმეორებით შეჭრის საფრთხისა და უკრაინის საზღვრებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:

 

მთავარი ფოტო: AFP
კომენტარები