უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება რუსული მხარის გავრცელებულ ცნობებს, რომ თითქოს რუსეთის ტერიტორიაზე შესული ორი უკრაინული ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს.
კულება ამბობს, რომ ეს ცნობები სიმართლე არაა და რუსეთმა უნდა შეწყვიტოს არასწორი ინფორმაციის გავრცელება.
"არა, უკრაინას არ მიუტანია იერიში ლუგანსკსა და დონეცკზე, არ გაუგზავნია ჯავშანტრანსპორტიორი ან დივერსანტები საზღვრის მიღმა, არ ჩაუდენია დივერსია, არ გადაუკვეთავს რუსეთის საზღვარი და არ გაუსროლია ამ მიმართულებით", - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.
No, Ukraine did NOT:
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) February 21, 2022
❌Attack Donetsk or Luhansk
❌Send saboteurs or APCs over the Russian border
❌Shell Russian territory
❌Shell Russian border crossing
❌Conduct acts of sabotage
Ukraine also does NOT plan any such actions.
Russia, stop your fake-producing factory now.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის „სადაზვერვო-დივერსიული" ჯგუფი გაანადგურა. მათი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯავშანტრანსპორტიორი მესაზღვრეებმა როსტოვის რაიონში შენიშნეს და დახმარება სამხედროებს სთხოვეს.
უკრაინა-რუსეთის საზღვარზე მდგომარეობა განსაკუთრებულად დაძაბულია.
რუსეთის განმეორებით შეჭრის საფრთხისა და უკრაინის საზღვრებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულებზე: