საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
პუტინმა ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარა პუტინმა ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარა
სტატია გამოქვეყნებულია 5 თვის წინ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი აპირებს ხელი მოაწეროს შესაბამის განკარგულებას ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. 

რუსეთის ლიდერმა ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებებს რუსეთის ფედერაციასა და რესპუბლიკებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და დახმარების შესახებ. 

"მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შედეგი მოვლენების განვითარებაზე და სისხლისღვრაზე, დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. ამ გადაწყვეტილებებში რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს" - განაცხადა პუტინმა. 

ბრიფინგის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობის ისტორიული გამოცდილება გაიხსენა. მისი მტკიცებით, თანამედროვე უკრაინა მთლიანად ბოლშევიკურმა, კომუნისტურმა რუსეთმა შექმნა.

"ეს პროცესი თითქმის  1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო და ლენინმა და მისმა თანამოაზრეებმა ეს ძალიან უხეში გზით გააკეთეს თავად რუსეთის მიმართ - გამოყოფით, მისგან საკუთარი ისტორიული ტერიტორიების ნაწილის ჩამორთმევით. რა თქმა უნდა, იქ მცხოვრებ მილიონობით ადამიანს არავის არაფერი უკითხავს"- განაცხადა პუტინმა. 

რუსეთის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ "სსრკ-ის დაშლა მე-20 საუკუნის გეოპოლიტიკური ტრაგედია" იყო, ამბობს იმასაც, რომ "სსრკ-ს დატოვების უფლება, ქვეყნის საფუძველში ჩადებული ნაღმი იყო"

პუტინის განცხადებით, NATO აგრძელებს გაფართოებას და უახლოვდება რუსეთის საზღვრებს. 

აღიარების გადაწყვეტილების შესახებ, პუტინმა ბრიფინგამდე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ოლაფ შოლცთანაც ისაუბრა. როგორც კრემლი იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა გამოთქვეს იმედგაცრუება, თუმცა გამოხატეს მზადყოფნა, რომ გააგრძელონ კომუნიკაცია

როგორც ცნობილია, დღეს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების „ლიდერებმა“, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების თხოვნით მიმართეს

რუსეთის განმეორებით შეჭრის საფრთხისა და უკრაინის საზღვრებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულებზე:

კომენტარები