საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ზურაბიშვილი: საქართველო რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას კატეგორიულად გმობს ზურაბიშვილი: საქართველო რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას კატეგორიულად გმობს
სტატია გამოქვეყნებულია 5 თვის წინ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე" რუსეთის მიერ ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება. 

„საქართველო რუსეთის მხრიდან უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარებას კატეგორიულად გმობს. ის იმეორებს სცენარს, რამაც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. საქართველო თქვენს გვერდით დგას, პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას," - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები - ლუგანსკი და დონეცკი - რამდენიმე საათის წინ დამოუკიდებლად აღიარა. ასევე, ხელი მოაწერა შეთანხმებებს რუსეთის ფედერაციასა და რესპუბლიკებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და დახმარების შესახებ. 

რუსეთის განმეორებით შეჭრის საფრთხისა და უკრაინის საზღვრებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულებზე:

კომენტარები