საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
"მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას" - პრემიერი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე "მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას" - პრემიერი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე
სტატია გამოქვეყნებულია 9 თვის წინ

პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ოლქების აღიარებას Twitter-ში ეხმაურება პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აცხადებს, რომ ახლა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ჰგავს 2008 წელს საქართველოში მომხდარს.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის რუსეთის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგოდ და, სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წლის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას", - ნათქვამია განცხადებაში.

 

პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რამდენიმე საათის წინ დამოუკიდებლად აღიარა - რუსეთის ლიდერმა ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებებს რუსეთის ფედერაციასა და რესპუბლიკებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და დახმარების შესახებ. 

კომენტარები