საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
პაპუაშვილი: უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა პაპუაშვილი: უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა
სტატია გამოქვეყნებულია 7 თვის წინ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ტვიტერზე" რუსეთის მიერ ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება. 

„უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობამ ომის თავიდან არიდებისა და ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად მტკიცედ იმოქმედოს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები - ლუგანსკი და დონეცკი - რამდენიმე საათის წინ დამოუკიდებლად აღიარა. ასევე, ხელი მოაწერა შეთანხმებებს რუსეთის ფედერაციასა და რესპუბლიკებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და დახმარების შესახებ. 

რუსეთის განმეორებით შეჭრის საფრთხისა და უკრაინის საზღვრებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულებზე:

კომენტარები