საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციას სთავაზობს რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციას სთავაზობს
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას სთავაზობს, დაიწყოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესი ოკუპირებულ რეგიონებთან - აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან.

რუსული საგარეო უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ინიციატივას მხარს უჭერენ ოკუპირებული რეგიონების რეჟიმები - როგორც თავად რუსული მხარე უწოდებს მათ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. 

ამავე განცხადების თანახმად, დელიმიტაციის შემდეგ უნდა წარიმართოს საზღვრის დემარკაციის პროცესიც.

რუსული მხარე, გარდა საზღვრის დელიმიტაციისა, საუბრობს იმაზეც, რომ მოლაპარაკებები უნდა ფოკუსირდეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზეც.

„ამ ამოცანის აქტუალურობა იზრდება დასავლეთის აქტიური ძალისხმევის ფონზე, რათა თბილისი შეიყვანოს ნატოში, რასაც მოწმობს რეგულარული სამხედრო წვრთნები უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

კომენტარები