საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ანტისაოკუპაციო და ვეტერანთა კავშირის წევრებმა უკრაინაში მოხალისეობისთვის ელჩს მიმართეს ანტისაოკუპაციო და ვეტერანთა კავშირის წევრებმა უკრაინაში მოხალისეობისთვის ელჩს მიმართეს
სტატია გამოქვეყნებულია 9 თვის წინ

ანტისაოკუპაციო მოძრაობისა და ვეტერანთა კავშირის წევრები მზად არიან უკრაინაში მოხალისედ წავიდნენ და უკრაინელ სამხედროებს შეუერთდნენ, შესაბამისი მოთხოვნით, მათ უკვე მიმართეს უკრაინის საელჩოს. ამის შესახებ დავით ქაცარავა "ფორმულასთან" საუბრობს. 

"იმ ფონზე, რაც ახლა ხდება უკრაინაში, ჩვენ, ქართველებს ვალი გვაქვს ჩვენი უკრაინელი ძმების. ყოველთვის იბრძოდნენ ქართველების დასაცავად. აქ მოვედით და გავაკეთეთ განაცხადი საელჩოში, რომ ჩვენი ნებისმიერი რესურსი მათ განკარგულებაშია, როგორც ჩათვლიან საჭიროდ, ისე მოვიქცევით, მზად ვართ ნებისმიერი დავალებისთვის, ნებისმიერი ფუნქცია შევითავსოთ, რაც ჩვენს კომპეტენციაშია, ან მას სცდება", - განაცხადა დავით ქაცარავამ.

ქაცარავას თქმით, როგორც კი შესაძლებელი იქნება ისინი უკრაინის ელჩს საქართველოში იგორ დოლგოვს შეხვდებიან, რათა მეტი დეტალი გაიარონ. მისი თქმით, საელჩოს წარმომადგენელმა დააფიქსირა თავისი პატივისცემა, აღნიშნული მზაობისთვის. 

***

24 თებერვალს რუსეთმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის დროით დილის 5:30 საათზე უკრაინაში "სპეციალური ოპერაციის" დაწყების შესახებ განაცხადა. მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების "დახმარების თხოვნა" დაასახელა.

პუტინმა უკრაინელ სამხედროებს იარაღის დადების მოწოდებით მიმართა. მისი გამოსვლის პარალელურად უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მთელ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მან დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინის სამხედრო და სასაზღვრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განახორციელა.

უკრაინაში რუსეთის განახლებული აგრესიის შესახებ გაეცანით ბმულზე:

მთავარი ფოტო: ფორმულა
კომენტარები