საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
რუსეთზე სანქციებს ტაივანიც უერთდება - შესაძლოა, ტაივანიდან რუსეთში ჩიპების ექსპორტი შეწყდეს რუსეთზე სანქციებს ტაივანიც უერთდება - შესაძლოა, ტაივანიდან რუსეთში ჩიპების ექსპორტი შეწყდეს
სტატია გამოქვეყნებულია 9 თვის წინ

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის სანქცირებას ტაივანიც უერთდება - ოფიციალური ტაიპეი გმობს რუსეთის ქმედებებს და სოლიდარობას უცხადებს უკრაინას.

განცხადება ტაივანის პრემიერმა გააკეთა და თქვა, რომ ტაივანი დემოკრატიული სამყაროს გვერდით იდგება.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ შეჭრის ასეთ აქტს და ვუერთდებით დემოკრატიულ ქვეყნებს, რათა დაწესდეს ერთობლივი სანქციები“, - განუცხადა პრემიერმა სუ ცენგ-ჩანგმა ჟურნალისტებს ტაიპეიში, დეტალების გარეშე.

მთავრობის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, რა სახის სანქციებზეა საუბარი, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ტაივანი რუსეთს მაღალტექნოლოგიური ჩიპების მიწოდებას შეუწყვეტს.

როგორც ჩიპების მწარმოებელ კომპანიაში აცხადებენ, ისინი სრულად ითვალსწინებენ კონტრაქტის პირობებს - აზიის უდიდესმა კომპანიამ განაცხადა, რომ მას აქვს ექსპორტის კონტროლის ძლიერი სისტემა და დაიცავს წესებს.

TSMC მსოფლიოში ჩიპების უდიდესი ექსპორტიორია - ის ჩიპებს Apple-ისთვისაც ამზადებს. 

***

24 თებერვალს რუსეთმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის დროით დილის 5:30 საათზე უკრაინაში "სპეციალური ოპერაციის" დაწყების შესახებ განაცხადა. მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების "დახმარების თხოვნა" დაასახელა.

პუტინმა უკრაინელ სამხედროებს იარაღის დადების მოწოდებით მიმართა. მისი გამოსვლის პარალელურად უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთელ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მან დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინის სამხედრო და სასაზღვრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განახორციელა.

უკრაინაში რუსეთის განახლებული აგრესიის შესახებ გაეცანით ბმულზე:

მთავარი ფოტო: Annabelle Chih / Reuters
კომენტარები