საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ციხეში პატიმრების დაღუპვას ომბუდსმენი და სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლიან ციხეში პატიმრების დაღუპვას ომბუდსმენი და სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლიან
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და ომბუდსმენის აპარატმა რუსთავის ციხეში ხანძრის  საქმის შესწავლა დაიწყო. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევისა და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ  სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ფაქტზე დაიწყო.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე და 342-ე მუხლებით დაიწყო.

"ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. დათვალიერდა ადგილმდებარეობა, დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა,"- ვკითხულობთ განცხადებაში 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო პატიმრების გარდაცვალების გარემოებების შესწავლა. 

რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს 2 პატიმარი ემსხვერპლა.  

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე, სამზარეულოში გაჩნდა. სამზარეულო მსჯავრდადებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. 

კომენტარები