საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
პენიტენციური სამსახური რუსთავის ციხეში პატიმრების დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური რუსთავის ციხეში პატიმრების დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

პენიტენციური სამსახური რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შედეგად დაღუპული ორი პატიმრის ოჯახს უსამძიმრებს და განმარტავს, რომ ორივე დაღუპული  N17 პენიტენციური დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული. 

განცხადებაში წერია, რომ კვამლის შედეგად მსუბუქად დაშავდნენ "ილი ჯგუფის“ თანამშრომლებიც. „ილი ჯგუფი“ პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია. დაშავებულთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

"დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება, ჯერჯერობით, დაუდგენელი მიზეზების გამო, დაახლოებით, 14:20 საათზე მოხდა."- ვკითხულობთ განცხადებაში

პენიტენციური სამსახურის თქმით, მათ ჯერ არ იციან, რამ გამოიწვია ხანძარი.

რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს 2 პატიმარი ემსხვერპლა.  

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე, სამზარეულოში გაჩნდა. სამზარეულო მსჯავრდადებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და ომბუდსმენის აპარატმა რუსთავის ციხეში ხანძრის საქმის შესწავლა უკვე დაიწყო. 

 

 

 

კომენტარები