საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ეპისკოპოსი მელქისედეკი სააკაშვილთან ციხეში მივიდა ეპისკოპოსი მელქისედეკი სააკაშვილთან ციხეში მივიდა
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა. ეპისკოპოსის თქმით, მისი მისვლის მიზანი მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის გაგებაა.

ეპისკოპოსის თქმით, სასულიერო პირებმა, ეკლესიამ შუამავლის როლი უნდა ითამაშოს და გააერთიანოს ერი. მელქისედეკ ხაჩიძე ერთერთია იმ სასულიერო პირებში, ვინც სააკაშვილის გასათავისუფლებელ პეტიციას ხელი მოაწერა.

"დღეს მოვედი, რომ ვინახულო მესამე პრეზიდენტი, ვნახო, გავესაუბრო და ვნახო, რა მდგომარეობაშია,"- მელქისედეკ ხაჩიძე

მიხეილ სააკაშვილთან სასულიერო პირი ციხეში უკვე მესამედ მივიდა. პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. ციხიდან გამოსულმა თქვა, რომ სთხოვა სააკაშვილს, თავის მომხრეებს შერიგებისკენ მოუწოდოს.

გარდა ამისა, ციხეში მისული იყო პატრიარქის მდივანიც. მიქაელ ბოტკოველმა თქვა, რომ სააკაშვილს გადასცა პატრიარქის თხოვნა, შიმშილობის შეწყვეტაზე.

ამასთან, სინოდის ოთხმა წევრმა, სასულიერო პირმა სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციასაც მოაწერა ხელი.

 სასულიერო პირების გაკეთებულ განცხადებებს საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც გამოეხმაურა. დეკანოზის თქმით, ეს მათი კერძო გადაწყვეტილება და არ ასახავს საპატრიარქოს პოზიციას.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მისმა მხარდამჭერებმა პეტიცია შექმნეს. 

მოქალაქეები, ვინც ხელს აწერენ პეტიციას, ითხოვენ, რომ ექსპრეზიდენტი გათავისუფლდეს და მიეცეს საშუალება, სრულფასოვნად ჩაერთოს პოლიტიკურ პროგრამებში. 

კომენტარები