საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ანა სუბელიანის ინფორმაციით, გიორგი თაბაგარი დააკავეს ანა სუბელიანის ინფორმაციით, გიორგი თაბაგარი დააკავეს
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

Tbilisi Pride-ის აქტივისტის, ანა სუბელიანის ინფორმაციით, ორგანიზაციის ერთერთი ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი, რამდენიმე პირთან ერთად, დააკავეს.

ანა სუბელიანი Facebook-ში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პოლიციელები თაბაგარის ადგილსამყოფელზე "მივარდნილან და ჩაუტენიათ მანქანაში". 

სუბელიანის ინფორმაციით, დაკავებულია თაბაგართან მყოფი რამდენიმე პირი.

„გიორგი თაბაგარი და მასთან მყოფი კიდევ რამდენიმე სხვა პირიც (ზუსტად არ ვიცი) დაიჭირა პოლიციამ, მივარდნილან და ჩაუტენიათ მანქანაში. სასწრაფოდ გვჭირდება ადვოკატი და იმის გარკვევა, თუ სად გადაყავთ და რა ჯანდაბა ხდება", - წერს სუბელიანი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი თაბაგარის წინააღმდეგ საქმეა აღძრული 5 ივლისს პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე მის პატიმრობას ითხოვდა.

ამ დროისათვის უცნობია, აქვს თუ არა სუბელიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რაიმე კავშირი თაბაგარის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან.

ენიგმა მომხდარის შესახებ ინფორმაციას შსს-სთან არკვევს.

მთავარი ფოტო: რადიო თავისუფლება
კომენტარები