საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Tbilisi Pride: თაბაგარი და მასთან ერთად დაკავებულები გაათავისუფლეს Tbilisi Pride: თაბაგარი და მასთან ერთად დაკავებულები გაათავისუფლეს
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

Tbilisi Pride-ის ინფორმაციით, ორგანიზაციის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და მასთან ერთად დაკავებული რამდენიმე პირი გაათავისუფლეს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღშფოთებულნი არიან სამართალდამცველთა ქმედებებით. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე პროცესების მიზანი ლგბტქ აქტივისტების რეპრესიაა.

"აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა ამ ჯგუფის წევრების აქტიურ დევნაზე" - ვკითხულობთ განცხადებაში.

გიორგი თაბაგარისა და მისი მხლებლების დაკავების შესახებ ინფორმაცია ანა სუბელიანმა გააჟღერა. მედიაში ვრცელდებოდა თაბაგარის დაკავების კადრებიც.

კომენტარები