საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ზელენსკიმ მაკრონი გენოციდში დასარწმუნებლად უკრაინაში მიიწვია ზელენსკიმ მაკრონი გენოციდში დასარწმუნებლად უკრაინაში მიიწვია
სტატია გამოქვეყნებულია 7 თვის წინ

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში მიიწვია, რათა გაეგოთ, რომ „ეს არის გენოციდი და არა მხოლოდ ომი“. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მე ვფიქრობ, მას [მაკრონს] სურს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა უზრუნველყოს რუსეთის დიალოგში ჩართვა. მე მას უბრალოდ ვუთხარი, მინდა მან გაიგოს, რომ ეს არ არის ომი და სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი. მე ის მოვიწვიე როცა ამის შესაძლებლობა ექნება. ის ჩამოვა, ნახავს და დარწმუნებული ვარ, ის გაიგებს", - თქვა ზელენსკიმ.

რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტერმინ "გენოციდის" გამოყენებასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან "ეს ორი ხალხი ძმები არიან". მაკრონის თქმით, რიტორიკის ესკალაცია სიტუაციას ვერ დაეხმარება.

კომენტარები