საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
"ლელო" პრემიერს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს "ლელო" პრემიერს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

ოპოზიციური პარტია "ლელოს" საპარლამენტო გუნდი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საკანონმდებლო ორგანოში იბარებს.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, მათი შეკითხვები სანქციების თავიდან არიდებას შეეხება. 

„ჩვენი ინტერპელაციის შეკითხვა შეეხება ძალიან კონკრეტულ საკითხს. რა ადმინისტრაციული და სამართლებრივი ნაბიჯები და ღონისძიებები გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ მოხდეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდება" - ამბობს სამადაშვილი. 

ინტერპელაციის წესი ავალდებულებს პრემიერს, პასუხი გასცეს კანონმდებლების კითხვებს. ამიტომაც, "ლელოში" ამბობენ, რომ ღარიბაშვილის ძალიან გაუჭირდება ამისთვის თავის არიდება.

„ლელოს" ინფორმაციით, ყულევში სანქცირებული ლუკოილის ნავთობით დატვირთული 130 "ვაგონცისტერნა" დგას - ჯამში 7800 ტონა ტვირთი. პარტიის მტკიცებით, ცისტერნებს ქარიმ გულიევი რუსული სანქცირებული ნავთობისთვის ათავისუფლებს, რის შემდეგაც ტვირთი ნეიტრალურ წყლებში მოხვდება - „საუბარია რუსულ სანქცირებულ ნავთობკომპანია „Lukoil-ის" ნედლ ნავთობზე, რომელიც მოიპოვება კასპიის ზღვაში მდებარე იური კორჩაგინის სახელობის ნავთობსაბადოზე." 

 

❗️❗️❗️ამ წუთებში ყულევში დგას სანქცირებული ლუკოილის ნავთობით დატვირთული 130 ვაგონცისტერნა, ჯამში საუბარია 7800 ტონა...

Posted by ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia on Wednesday, April 27, 2022

„სქემა ასეთია: სანქცირებული ნედლი ნავთობი რუსეთის ტერიტორიაზე ჩაიტვირთა რუსულ სარკინიგზო ცისტერნებში. შემდეგ აზერბაიჯანულმა კომპანია „Maddox”-მა ის გადაზიდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რის შემდეგაც გადაზიდვა საქართველოში ბათუმის პორტის მიმართულებით გააგრძელა კომპანია „EXIM OIL”-მა.

 

კომპანია „EXIM OIL” ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის ხელმძღვანელს აკაკი ჩხენკელს ეკუთვნის, რომელიც უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის კლანს წარმოადგენს," - ნათქვამია „ლელოს" განცხადებაში. 

ცნობისთვის, კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო ფრაქციას (პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს) უფლება აქვს ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს დასმულ შეკითხვას პარლამენტის სხდომაზე. პასუხი შეიძლება გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი. როგორც ღარიბაშვილმა ინტერპელაციაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა, ის კანონის შესაბამისად იმოქმედებს. 

კომენტარები