საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
"აზრთა სხვადასხვაობას იწვევს" - კინოაკადემია სალომე ჯაშის ფილმის სეანსებს აუქმებს "აზრთა სხვადასხვაობას იწვევს" - კინოაკადემია სალომე ჯაშის ფილმის სეანსებს აუქმებს
სტატია გამოქვეყნებულია 4 კვირის წინ

კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის "მოთვინიერების" დაგეგმილი 5 სეანსი გააუქმა, გარდა დღეს, 28 აპრილს, გასამართისა. როგორც ჯაში სოციალურ ქსელში წერს, კინოაკადემიის დირექტორმა მინდია ესაძემ განაცხადა, რომ მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".

ჯაშის თქმით, ფილმი იწვევს აზრთა, ასევე გრძნობათა უფრო მეტად მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას, ამასთან მასში საუბარი არაა პოლიტიკაზე. 

"ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. ხოლო ქართული კინოაკადემია ფილმის საკუთარ დარბაზში გაშვებაზე ამბობს უარს, იმიტომ რომ არ "გაიჭყლიტონ" (ესეც ციტატაა)" - წერს ჯაში.

სალომე ჯაში ფილმის ჩვენებების გასაგრძელებლად ახალ დარბაზს ეძებს. რაც შეეხება დღევანდელ სეანსს - ის 20:00-ზე კინოს სახლში შედგება. შეხვედრის შემდეგ კი დაგეგმილია კითხვა-პასუხი Paul Rimple-თან ინგლისურ ენაზე.

 

‼️ ვინც კინოს სახლში "მოთვინიერების" ჩვენებაზე აპირებნდით მოსვლას, დღევანდელი სეანსის გარდა ყველა სეანსი გააუქმა...

Posted by Salomé Jashi on Thursday, April 28, 2022

 

კომენტარები