საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკრაინის მხარდამჭერი ლენდ-ლიზის აქტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა უკრაინის მხარდამჭერი ლენდ-ლიზის აქტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა
სტატია გამოქვეყნებულია 4 კვირის წინ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტს გაადვილებს და აღადგენს "ლენდ-ლიზის" აქტს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დრო ჰიტლერის დამარცხებას შეუწყო ხელი. 

"უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტმა" 417 ხმა მიიღო, 10-ის წინააღმდეგ, აქტის საბოლოოდ დასამტკიცებლად კი ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეცემა. 

 

ლენდ ლიზის აქტი, აშშ-ს საშუალებას აძლევს ომის განმავლობაში პარტნიორებს სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით გადასცეს. აქტი იძლევა შეიარაღების დე-ფაქტოდ გაჩუქების შესაძლებლობას, იმ პირობით, რომ მიმღები ქვეყანა აშშ-ს მომავალში გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ ლენდ-ლიზის კანონპროექტი სენატმა 7 აპრილს ერთხმად დაამტკიცა

კომენტარები