საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
„ბორჯომი“ საწარმოო პროცესს აჩერებს „ბორჯომი“ საწარმოო პროცესს აჩერებს
სტატია გამოქვეყნებულია 4 კვირის წინ

კომპანია "ბორჯომი" უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საწარმოო პროცესს აჩერებს. როგორც ცნობილია, „IDS ბორჯომი საქართველო“ იძულებული გახდა, მიმდინარე წლის 29 აპრილიდან ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი შეაჩეროს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა IPN-ს აცნობეს

„უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა" - წერია კომპანიის განცხადებაში. 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით კომპანია აგრძელებდა ფუნქციონირებას. თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე კომპანია იძულებული გახდა საწარმოო პროცესი შეეჩერებინა. 

კომენტარები