საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ღარიბაშვილი: არესტოვიჩი თავად არის შეურაცხყოფა ღარიბაშვილი: არესტოვიჩი თავად არის შეურაცხყოფა
სტატია გამოქვეყნებულია 3 კვირის წინ

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი „თავად არის შეურაცხყოფა“. მისი თქმით, მსგავსი "აბსურდული" ბრალდებები ზიანს აყენებს ქართველი და უკრაინელი ხალხის ურთიერთობებს. ამით მან ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - „როგორ შეაფასებს არესტოვიჩის გუშინდელ შეურაცხმყოფელ განცხადებას“ უპასუხა.

„თქვენს მიერ ხსენებული ადამიანი თავად არის შეურაცხყოფა. არ მინდა, ბევრი ვისაუბრო, არც მინდა კომენტარები გავაკეთო. სამწუხაროა ის, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით და შეურაცხყოფებით ზიანდება ჩვენი ურთიერთობები ჩვენს უკრაინელ ხალხთან" - აცხადებს ღარიბაშვილი. 

ღარიბაშვილის თქმით, ვერავინ შეძლებს ქართველებსა და უკრაინელებს შორის არსებული ურთიერთობის გაფუჭებას, რადგან მისი მტკიცებით, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს მათ დასახმარებლად. 

"ადგილობრივად ვინც ჩამოვიდა მაქსიმალურად ვეხმარებით, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვუკეთებთ. პოლიტიკოსებს რაც შეეხება, პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან. ქვეყნები, ხალხი ადგილზე რჩება, ამ ყველაფერს ხელს შევუწყობთ“- ამბობს პრემიერი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და განაცხადა, რომ "თქვენს პოლიტიკას შეფასებას მისცემს ქართველი ხალხი, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი სალამი".

კომენტარები