საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ევროკომისია არ გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ევროკომისია არ გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

ევროკომისია არ გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება.

ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, საქართველოს გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს, სანამ კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„ჩვენ ვაძლევთ საქართველოს რეკომენდაციას ევროპულ პერსპექტივას და ვნახავთ, როგორ განახორციელებს რეკომენდაციას იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ სტატუსის მინიჭება", - განაცხადა ურსულე ფონ დერ ლაიენმა.

 

ამავდროულად, ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ კანდიდატის სტატუსები მიიღონ უკრაინამ და მოლდოვამ. 

მიიღებს თუ არა სამი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, 23-24 ივნისს გახდება ცნობილი. საბოლოო გადაწყვეტილება ევროსაბჭომ უნდა მიიღოს. 

რას ნიშნავს ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - ამის შესახებ წაიკითხეთ ჩვენს ახსნილში:

 

კომენტარები