საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
"დეოლიგარქიზაცია, რეფორმები" - რას მოითხოვს ევროკომისია საქართველოსგან კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად "დეოლიგარქიზაცია, რეფორმები" - რას მოითხოვს ევროკომისია საქართველოსგან კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

ევროკომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა იმის შესახებ, იძლევა თუ არა რეკომენდაციას, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭოთ წევრობის კანდიდატის სტატუსი. ასოცირებული ტრიოდან მხოლოდ საქართველოზე არ გაიცა შესაბამისი სტატუსის მონიჭების რეკომენდაცია.

ევროკომისია აღიარებს საქართველოს ევროპულს პერსპექტივას, თუმცა აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით მიიღებს. 

ევროსტრუქტურა აქვეყნებს კიდეც ჩამონათვალს, თუ რა შემთხვევაში მიეცემა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი:

  • დასრულდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, პარტიებმა 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად ითანამშრომლონ;
  • უზრუნველყოფილ იქნას სახელმწიფო ინსიტუტების სრულყოფილი ფუნქციონირება მათი ეფექტური ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნციების გაძლიერებით;
  • მიღებულ იქნას სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც დაეფუძნება პარტიათაშორის ფართო კონსულტაციების პროცესს. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულებიანობა;
  • სასამართლომ და პროკურორთა ინსტიტუტებმა უნდა იმუშაონ გამართულად, კეთილსინდისიერად - უნდა გადაიჭრას ნებისმიერი გამოვლენილი ხარვეზი;
  • უნდა განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა და საბჭოში ვაკანტურ ადგილებზე მოხდეს წევრთა დანიშვნა. სასამართლო სისტემაში რეფორმები უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სტანდარტებს და ითვალისწინებდეს ვენეციის კომისიის დასკვნებს;
  • გასაძლიერებელია ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა მთავარი ანტიკორუფციული ფუნქციების გაერთიანებით და მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე რეაგირებით;
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პირადი მონაცემების დაცვის სამსახური უნდა აღიჭურვოს მანდატის შესაბამისი რესურსებით, უზრუნველყოფილ იქნეს მათი დამოუკიდებლობა;
  • დეოლიგარქიზაციის პასუხისმგებლობის აღება, გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა ეკონომიკის, პოლიტიკის და საჯარო ცხოვრებაში;
  • გაძლიერდეს ბრძოლა ორგანიზაციული დანაშაულის წინააღმდეგ, საფრთხის შეფასებით. ეს უნდა მოხდეს საფუძვლიანი გამოძიების და მართლმსაჯულების აღსრულების დემონსტრირებით, სამართალდამცავი უწყებების ანგარიშვალდებულების გარანტირებით;
  • გაძლიერდეს ძალისხმევა, რომ უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, პროფესიონალური, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი მედიაგარემო. მედიის მფლობელების წინააღმდეგ წარმოებული საქმეები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს, ხოლო ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ უსაფრთხოების რისკების თაობაზე დაიწყოს ეფექტური, დროული და მიუკერძოებელი გამოძიებები;
  • უნდა გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა ძალადობაში მონაწილე პირებისა და ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ პასუხისმგებლობის დადგომის მეტი ეფექტურობით;
  • გაიზარდოს ძალისხმევა, რომ გაძლიერდეს გენდერული თანასწორობა და ქალების მიმართ ძალადობასთან ბრძოლა;
  • უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;
  • მიღებულ იქნას კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ  სასამართლოებმა გაითვალისწინონ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებები;
  • ახალი სახალხო დამცველის დასახელების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს, ხოლო არჩევის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ომბუდსმენის სრული ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

ევროკომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ დააკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და 2022 წლის ბოლოს კიდევ ერთხელ გამოსცემენ ანგარიშს.

კომენტარები