საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
"შინ ევროპისკენ"- რა ხდება დღეს? "შინ ევროპისკენ"- რა ხდება დღეს?
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

"სად არის გავრილოვი? სად არის ამ ქვეყნის ოკუპანტი, რომელიც დაასვით ქვეყანას თავზე?"- ელენე ხოშტარიას ამ სიტყვებიდან სამი წელი გავიდა. ზუსტად 3 წლის თავზე კი პარლამენტის წინ, ევროპასთან დაახლოებისა და რუსეთთან დაშორების სურვილით კიდევ ერთი აქცია იმართება.

აქცია "შინ ევროპისკენ" მოძრაობა „სირცხვილიასა“ და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით დაიგეგმა და 20:00 საათზე დაიწყება.

"ევროკავშირის პასუხის მოლოდინში, 20 ივნისს, 20:00-ზე, შევიკრიბებით პარლამენტის წინ და ვაჩვენებთ მსოფლიოს ქართველი ხალხის ერთგულებას ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი."

 
გამოვა

გამოვა! 20 ივნისი, 20 საათი, პარლამენტთან, შინ ევროპისკენ!

Posted by სირცხვილია • Shame Movement on Friday, June 17, 2022

 

"სირცხვილიას" ერთერთი დამფუძნებელი გიორგი მჟავანაძე მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ დღევანდელი აქცია "ჩვენი ეროვნული ამოცანის დეკლარირებაა ".

"თუ რაიმე იდეა და ღირებულება გვაერთიანებს, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ამიტომ როდესაც ჩვენ ვხედავთ საფრთხეებს ევროინტეგრაციის გზაზე თითოეული ჩვენგანის ვალია და მოვალეობაა გამოვიდეთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ." 

აქციას უერთდებიან 7 მედიასაშუალებისა და 10 უნივერსიტეტის სტუდენტები. აქციამდე ერთი დღით ადრე, რუსთაველის გამზირიდან 7 მედიასაშუალების ერთიანი პირდაპირი ეთერი იყო.

 

ტელევიზიებიდან აქციას უერთდება:  „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „კავკასია“ და ონლაინგამოცემები „ნეტგაზეთი“, „ონ.ჯი“ და „პუბლიკა“. 

"ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ხვალ სრულდება სამი წელი გავრილოვის ღამიდან, როდესაც ჩვენ სიმბოლურად და პრაქტიკულადაც რუსი ოკუპანტი გავაგდეთ რუსთაველის პროსპექტიდან და საქართველოდან" - ამ სიტყვებით დაწიყო საერთო ტელეეთერი  "ფორმულის" წამყვანმა და ჟურნალისტმა ვახო სანაიამ.

20 ივნისს დაგეგმილ აქცია-მსვლელობა „შინ ევროპისკენ“, თბილისის გარდა, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისსა და ევროპის რამდენიმე ქალაქში გაიმართება. 

***

17 ივნისს ვროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ტვვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, ევროკომისია არ გასცემს რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიღებაზე.

იმისათვის, რომ საქართველომ ეს სტატუსი მიიღოს კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება საკითხი.

„ჩვენ ვაძლევთ საქართველოს რეკომენდაციას ევროპულ პერსპექტივას და ვნახავთ, როგორ განახორციელებს რეკომენდაციას იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ სტატუსის მინიჭება", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ბრიუსელში, 23-24 ივნისს გამოცხადდება. გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოის ლიდერები მიიღებენ.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ თორმეტი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. 

უფრო ვრცლად რას მოითხოვს ევროკომისია საქართველოსგან კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად წაიკითხეთ აქ.

მთავარი ფოტო: სირცხვილია
კომენტარები