საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების გაფართოების შესახებ კანონს ვეტო დაადო სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების გაფართოების შესახებ კანონს ვეტო დაადო
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას და ამდენად ადამიანის უფლებების შეზღუდვას და ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად არაფერს, მაგრამ ამას ვიყენებ" - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

ზურაბიშვილის თქმით ეს არის უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი ვეტო. "არ შეიძლება, ამ დღეებში მიღებული იყოს კანონი, რომელიც ავიწროებს ადამიანის უფლებებს“ - განაცხადა პრეზიდენტმა. 

გარდა ამისა, მისივე თქმით, ყველა კანონს რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული მომდევნო 6 თვის განმავლობაში, აუცილებლად დაადებს ვეტოს. 

 

 

პრეზიდენტი დღეს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველომ დღეს ყველაზე უარყოფითი სახე აჩვენა, რასაც პრემიერის გამოსვლა დაემატე. პრეზიდენტის თქმით, რიტორიკა თითქოს, საქართველო ყველაზე კარგია და ყველაფერი კარგად გააკეთა აბსურდი და შეურაცხმყოფელია. 

"ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, დღეს ვაჩვენეთ. ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც იყო ისეთი, თუ რაიმე გამოსვლა შეიძლება ყოფილიყო, რაც ბრიუსელისკენ გააგზავნიდა ნეგატიურ სურათს და ნეგატიურ გზავნილს - თურმე ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ეს ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი არ გინდოდათ და ჩვენ ომი გვინდა - ეს არის აბსურდი და თავისი შინაარსით ძალიან შეურაცხმყოფელი“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კონკრეტულად რას შეეხება მოსმენების შესახებ კანონი, წაიკითხეთ ჩვენ ახსნილში:

კომენტარები