საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
30 ივნისი, 2022 "შინ ევროპისკენ, წინ ევროპისკენ" - სად დაუპირისპირდნენ მოძრაობის წევრებს "ოცნების" წარმომადგენლები
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

3 ივლისს აქცია “შინ ევროპისკენ” იმართება. აქციის ორგანიზატორები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და მოხალისეები უკვე რამდენიმე დღეა, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. ისინი მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ესაუბრებიან ევროპულ პერსპექტივაზე, რაც შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს.

აქციის კამპანიაში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, სამოქალაქო პირები და პოლიტიკოსებიც არიან. ისინი ერთად დადიან ქუჩა-ქუჩა და არიგებენ ფლაერებს.

აქციის წინააღმდეგ მმართველმა პარტიამ საკუთარი პარტაქტივი აამუშავა - “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და საჯარო სამსახურში დასაქმებულებიც კი ხელს უშლიან მოქალაქეებს კამპანიის ჩატარებაში.

პარტაქტივი თსუ-სთან

"ქართული ოცნების" აქტივისტები თსუ-ის მაღლივ კორპუსთან სტუდენტებს მიუცვივდნენ და 3 ივლისს დაგეგმილი "შინ ევროპისკენ" აქციის ფლაერების დარიგებაში უშლიდნენ ხელს. 

ადგილზე მომუშავე მედიის ინფორმაციით, მოძალადეები მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან. "მთავარის" ცნობით, სტუდენტებს თავს დაესხნენ შემდეგი პირები:

  • ნიკოლოზ მელიქიშვილი - ისნის "ქართული ოცნების" ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთიდან; 
  • თედო თევდორაძე - ჩუღურეთის გამგეობის თანამშრომელი; 
  • ნოდარ მათიაშვილი - კახა კალაძის ცოლისძმის მეგობარი; 
  • თორნიკე კაპანაძე - მუშაობს საქართველოს ფეინთბოლის ფედერაციაში; ასევე, გავრცელებული ცნობებით, მუშაობს "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ფრთაშიც.

აღნიშნული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ სტუდენტებს, ვინც "შინ ევროპისკენ" აქციის კამპანიაში არიან ჩართულები. მედიაში გავრცელდა კადრები, თუ როგორ უჭერს ერთერთი მოძალადე სტუდენტს ყელზე. 

 
დაპირისპირება მაღლივში

დაპირისპირება მაღლივში ​| "ოცნების" პარტაქტივი სტუდენტებსა და "შინ ევროპისკენ" კამპანიის მონაწილეებს თავს დაესხა

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Thursday, June 30, 2022

 

„თავი დავიცავი, ხელს მტეხავდა", - ასე განმარტა საკუთარი საქციელი გიორგი ბარბაქაძემ.

ნიკოლოზ მელიქიშვილს მედიაში მისი ძალადობის ამსახველი  კადრების გავრცელებამდე Facebook-ზეც ჰქონდა აღნიშნული, რომ "ქართულ ოცნებაში" მუშაობს, ახალგაზრდულ ფრთაში. კადრების გავრცელების შემდეგ კი ინფორმაცია განაახლა და მმართველ პარტიას აღარ ახსენებს. თუმცა, მედიაში იძებნება ფოტოები, რომლებშიც მელიქიშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებთანაა გადაღებული.

ცვლილება მელიქიშვილის ფეისბუკზე

გარდა ამისა, მელიქიშვილი მონაწილეობდა გუშინ, 29 ივნისს, დედაენის ბაღში მომხდარ დაპირისპირებაშიც - აქაც "ქართულმა ოცნებამ" ფლაერების დამრიგებელ ახალგაზრდებს პარტაქტივი დაახვედრა.

მმართველი პარტიის აქტივისტები ამტკიცებდნენ, რომ თავადაც გამოცდებზე იყვნენ მისულები, თუმცა მედიასთან იმის გახსენებაც კი გაუჭირდათ, რა საგნის გამოცდა უნდა ჩაებარებინათ.

რა მოხდა დედაენის ბაღში? 

თბილისში, დედაენის ბაღში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს 3 ივლისის აქციის შესახებ ფლაერების დარიგებისას დაუპირისპირდნენ. 

ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც "შინ ევროპისკენ, წინ ევროპისკენ" მოძრაობის წევრებს დაუპირისპირდნენ, ისნის გამგეობის თანამშრომლები და "ქართული ოცნების" წევრები არიან.

 

მოძალადე იდენტიფიცირებულია! გიორგი შუკვანი ქართული ოცნების მხარდაჭერი და ქართული ოცნების ისნის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრი. ბექა მენთეშაშვილის მარჯვენა ხელი!

Posted by სტუდენტები ევროპული მომავლისთვის • Students for a European future on Thursday, June 30, 2022
 

"ამ წუთებში, ქართული ოცნების ახალგაზრდული მოგვიგზავნეს დედაენის ბაღში და არ გვაცდიან საინფორმაციო მასალის გავრცელების საშუალებას, ისინი ცდილობენ პროვოკაცია მოახდინონ!!!" - წერენ სტუდენტები ევროპული მომავლისთვის 

 

ამ წუთებში, ქართული ოცნების ახალგაზრდული მოგვიგზავნეს დედაენის ბაღში და არ გვაცდიან საინფორმაციო მასალის გავრცელების საშუალებას, ისინი ცდილობენ პროვოკაცია მოახდინონ!!!

Posted by სტუდენტები ევროპული მომავლისთვის • Students for a European future on Wednesday, June 29, 2022

 

ყვარელი

29 ივნისს ყვარელში მოსახლეობასთან შეხვედრისას პარტია “ლელოს” წარმომადგენლებს ბადრი ჯაფარიძესა და ლევან სამუშიას აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თავს დაესხნენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, თავდასხმა “ქართული ოცნების” მიერ იყო ორგანიზებული. 

“გვქონდა შეხვედრა ყვარლის მოსახლეობასთან, იმისთვის რომ გაგვეცნო მათთვის ეროვნული თანხმობის იდეა, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების გზები და ჩვენ დაგვხვდა ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა ამ შეხვედრისთვის, მიზანდასახულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით, ამავდროულად უნდა ითქვას, რომ პირდაპირ აგრესიული, გამომწვევი ქცევა თითოეული მათგანის, ვინც ცდილობდა რომ შეხვედრა არ შემდგარიყო” - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

“ლელოს” თქმით, მათ შეძლეს თავდასხმაში მონაწილე ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც საჯარო სამსახურის თანამშრომლები და ქართული ოცნების შტაბის აქტიური წევრები არიან, მათ შორის კი პოლიციის უფროსი და მისი მოადგილეც იყო:

  • მალხაზ ბეროშვილი - “ფაქიზა” - ქართული ოცნების შტაბის წევრი. სოფ. გავაზიდან;
  • ბერდია გეზალიშვილი - "ქართული ოცნების" შტაბის წევრი. დასაქმებულია მელიორაციის სამსახურში, სოფ. ჭიკაანის მიმართულებით;
  • ვანო ხატელიშვილი - ოცნების შტაბის წევრი;
  • მევლუდ დათიაშვილი - ქართული ოცნების შტაბის წევრი სოფ. მთისძირში;
  • ლევან გელაძე - საკრებულოს წევრი ოცნებიდან ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. 

ბრიფინგზე ლევან სამუშიამ საგამოძიებო სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას მიმართა, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება მომხდარზე. სამუშიას თქმით, ადგილზე მყოფი პოლიციელები ხეებს ამოფარებული იდგნენ და არ ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას. 

 

 

Posted by Levan Samushia on Wednesday, June 29, 2022

 

სამტრედია

კამპანიის წევრებს დაუპირისპირდნენ სამტრედიაშიც. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მოქალაქეებს კახი კალაძის ნათლული დაუპირისპირდა.

"თავისთავად იქნება ევროპა და ყველაფერი... რატო მეპატიჟები აქციაზე?!", "უნამუსოები ხართ და უსინდისოები.... ომი გინდათ! ომიი!", მაგის გულიზა ხართ ჩამოსული ომი რო დეიწყოთ", "მაგის გულიზა ჩამოიყვანეთ მიშა, მარა ვერ ეღირსებით"- უთხრა ერთერთმა პირმა გიგი გიგიაძეს. 

კიდევ ერთმა პირმა კი დიპლომატ გიგი გიგიაძეს ევროკავშირის მხარდამჭერი ბროშურები წაართვა და დახია.

"დაახლოებით 3-4 წუთი დასჭირდათ მობილიზებისთვის. მოვარდნენ მაქსიმალურად შეგვიშალეს ხელი დაგვეწყო საუბარი ხალხთან. იყო უკიდურესად აგრესიული დამოკიდებულება ჩვენდამი. მობილიზების სისწრაფე იყო ნამდვილად უპრეცენდენტო."

ბათუმი

მმართველი პარტიის აქტივისტები დახვდნენ "შინ ევროპისკენ" აქცის კამპანიას ბათუმშიც. "ფორმულას" ადგილობრივი რეპორტიორის ცნობით, გიგა მაქარაშვილსა და ირმა გორდელაძესთან ერთად მყოფ აქტივისტებს მმართველი პარტიის ორი წარმომადგენელი დაუპირისპირდა: გაბრიელ კამაევი და ოთარ ბაციკაძე.

კამაევი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და აქტივისტებს ეუბნებოდა, რომ მათი საქმიანობა მიუღებელი იყო და "მათ მიმართ აგრესია ჰქონდა".

 
"შინ ევროპისკენ" წევრებს ოცნების" პარტაქტივი ბათუმშიც დაუპირისპირდა

"მომისმინე, ეხლა ნუ გეშლება... ნუ ყვირიხარ, თორე მოგწყვიტავ მაგ თავს" | "შინ ევროპისკენ" წევრებს ოცნების" პარტაქტივი ბათუმშიც დაუპირისპირდა

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Thursday, June 30, 2022

 

კამაევი აგრესიული იყო კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართაც.

მედიის ცნობით, კამაევი ბათუმის საკრებულოში მუშაობს "ქართული ოცნების" აპარატის სპეციალისტად, ხოლო ოთარ ბაციკაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელია მმართველი პარტიიდან.
 

 

📢 ქუთაისში მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა. 👉🏻 მოსახლეობას ვესაუბრეთ იმაზე, თუ რა...

Posted by შინ ევროპისკენ on Thursday, June 30, 2022


„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე კი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ბათუმი-ქუთაისის გზატკეცილზე ფარულად უთვალთვალებდნენ. ქუთაისში საინფორმაციო კამპანიის წარმოებისას კი „ქართული ოცნების” საკრებულოს წევრები შენიშნა.

„ორი დღეა ოცნების საკრებულოს წევრები დაგვდევენ. იმდენად საამური გახადეს ცხოვრება იმერეთისა და გურიისთვის, რომ ახლა ეს საქმე აქვთ. ჩვეულებრივ მოქალაქეებს ვეღარ პოულობს სუსი, რომ “გაბრაზდნენ” . ამიტომ საკრებულოს წევრების “გაბრაზებით” შემოიფარგლა,” - წერს დეკანოიძე. 

მისი თქმით, ყველა მანქანა დაფიქსირებულია და პარლამენტის წევრზე ფარული თვალთვალის შესახებ მტკიცებულებები (ფოტო/ვიდეო) საელჩოებს გადაეცემა.

 

პარლამენტის წევრზე ფარული თვალთვალის შესახებ ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები გადაეცემა ყველა საელჩოს. ყველა მანქანა გვყავს დაფიქსირებული და იდენტიფიცირებული.

Posted by Khatia Dekanoidze on Wednesday, June 29, 2022

 

თელავი

“შინ ევროპისკენ” საინფორმაციო კამპანიის ჩაშლა თელავშიც სცადეს. მოძრაობის წევრები, ალექსი პეტრიაშვილი და ლაშა ბუღაძე, თელავის ისტორიულ მუზეუმში ახალგაზრდებთან შეხვედრას გეგმავდნენ. თუმცა, მათ მუზეუმის ჭიშკართან ცოცხალი ჯაჭვი დაახვედრეს და შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს ადამიანები თელავის საკრებულოს წევრები, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და ალტ-ინფოს წარმომადგენლები არიან. “მთავარი არხის” ცნობით, მათ შორის იყვნენ: ალექსანდრე შათირიშვილი - თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კოჭლოშვილი - თელავის საკრებულოს წევრი და ნიკო ლაშხი, რომელიც მმართველი პარტიის აქტივისტია.  

მათი მტკიცებით, პროტესტის მიზეზი ერეკლე მეფეზე გაკეთებული დამამცირებელი განცხადებებია. თუმცა აქციასა და ერეკლე მეორეზე გაკეთებულ განცხადებებს შორის კავშირზე საუბარი თავადაც უჭირდათ.

წინააღმდეგობის მიუხედავად, “შინ ევროპისკენ” მოძრაობის საინფორმაციო შეხვედრა მუზეუმიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდებარე სკვერში მაინც ჩატარდა. 

 
"შინ ევროპისკენ" კამპანიის მონაწილეებს თელავში საჯარო მოხელეები და ალტ ინფო დაახვედრეს

"შეხვედრას არ ჩაგატარებინებთ, ძმაო" | "შინ ევროპისკენ" კამპანიის მონაწილეებს თელავში საჯარო მოხელეები და ალტ ინფო დაახვედრეს

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Thursday, June 30, 2022
 

სამეგრელო

საინფორმაციო კამპანია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა სამეგრელოშიც. „მთავარი არხის” ინფორმაციით, მმართველი გუნდის პარტაქტივი სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს „ომის პარტიის წარმომადგენლებად” მოიხსენიებდნენ.

„მეორე დღეა გვხვდებიან ვიღაც ადამიანები, ყვირიან, რაღაცას გვაფრთხილებენ, თქვენ ამ პარტიებს ეკუთვნით. ჩვენ დიდი მოთმინებით ველოდებით როდის დაიღლებიან და როცა მიდიან შემდეგ ვხვდებით მოსახლეობას,” - აცხადებს ლადო აფხაზავა.

სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი საღინაძე, კი ამბობს, რომ მათთვის მთავარი ხალხამდე სათქმელის მიტანაა და დაპირისპირებული ადამიანებისთვის ყურადღების მიქცევა არ სურთ.

„არსებობს განსხვავებული აზრის ხალხი, ზოგი დაქირავებული, ზოგი დავალებული, ზოგი ასე, ზოგი ისე. ჩვენთვის მთავარია, რომ ხალხთან ვილაპარაკოთ და ჩვენი სათქმელი მივიტანო,” - განაცხადა საღინაძემ.

რას ამბობს მოძრაობა “შინ ევროპისკენ”

მოძრაობამ “შინ ევროპისკენ” მათი კამპანიის წინააღმდეგ დაწყებულ პროტესტზე განცხადება გაავრცელა და პოლიციელებს მოუწოდა “უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და ადგილზევე აღკვეთონ პროვოკაციები”

"შინ ევროპისკენ" მოუწოდებს მმართველ პარტიას, „შეწყვიტოს მათთვისვე კონტრპროდუქტიული პროვოკაციები, რაც უკიდურესად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას“. 

 

დღეს სახალხო მოძრაობა #შინევროპისკენ გამართავს სტუდენტებთან შეხვედრას. საჯარო დისკუსიას შოთა დიღმელაშვილი და გიორგი...

Posted by სირცხვილია • Shame Movement on Thursday, June 30, 2022

 

მოძრაობის წევრებს 2 დღეა, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ: თელავში, ხონში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. როგორც შსს-ში Enigma-ს უთხრეს, გამოძიება ჯერჯერობით მხოლოდ მაღლივში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყო 126-ე მუხლით. დამატებით დეტალებს Enigma შსს-თან არკვევს, ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

სახალხო მოძრაობამ „შინ ევროპისკენ" 24 ივნისს აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი - ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებაა.

ამ მოთხოვნების შესასრულებლად სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა, 3 რიცხვში რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. 

მთავარი ფოტო: რადიო თავისუფლება
კომენტარები