საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
რეკლამა 5 მიზეზი, რატომ უნდა დაამატოთ თქვენი Startup ფეიბოქსის გადახდის სისტემაში 5 მიზეზი, რატომ უნდა დაამატოთ თქვენი Startup ფეიბოქსის გადახდის სისტემაში
სტატია გამოქვეყნებულია 2 თვის წინ

თუ სტარტაპი გაქვს, ორიოდე წუთი დაგვითმე და კარგ ამბავს გაგანდობთ - დღეიდან შეგიძლია შენი სტარტაპი PayBox-ში დაამატო და გაყიდვების გაზრდაზე იფიქრო. რა უპირატესობები აქვს PayBox-ის სწრაფი გადახდის აპარატებში შენს გამოჩენას, ამას ხუთ პუნქტად მოგიყვებით.

1. შენს სტარტაპს ყველა ნახავს

ფეიბოქსს ყოველდღიურად 350 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რაც ზრდის შენი სტარტაპის ხილვადობას. თუ გინდა რომ გაიზარდოს შენი კომპანიის ცნობადობა და მის შესახებ ბევრმა ადამიანმა გაიგოს, მაშინ აუცილებლად უნდა დარეგისტრირდე აქ.

2. ფეიბოქსი ყველგანაა

ფეიბოქსს მთელი საქართველოს მასშტაბით თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდები, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 000-ზე მეტი ტერმინალი ფუნქციონირებს - თუკი შენი მომხმარებლები გადაწყვეტენ შენი პროდუქციის შეძენას, მათთვის თანხის გადასახდელად უმარტივესი გზა სწორედ PayBox-ია, რადგან სადაც არ უნდა იყოს, მარტივად იპოვის მას.

3. უმარტივებ გადახდას მომხმარებლებს

დღემდე ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს ქეშს, ეს მათი არჩევანია - და როდესაც შენი პროდუქციის შეძენა სურთ, ანგარიშიდან გადმორიცხვა ან ბარათით გადახდა შესაძლოა მათთვის დიდი დისკომფორტი და "ბუღალტერია" აღმოჩნდეს. სწორედ ამ პრობლემას ძალიან მარტივად აგვარებს შენი გამოჩენა PayBox-ის სწრაფი გადახდის ტერმინალებში.

4. რეგისტრაცია უფასოა

კარგი ამბავი - PayBox-ის სწრაფი გადახდის აპარატში შენი სტარტაპის გამოსაჩენად არანაირი დამატებითი თანხის გადახდა არ გიწევს. რეგისტრაცია სრულიად უფასოა და განაცხადის გაკეთება ამ ბმულზე, უმარტივესად, სულ რამდენიმე წუთში შეგიძლია.

5. შენს პროდუქტს PayBox-ის გვერდზე ხშირად შეხვდები

PayBox თავის პარტნიორ კომპანიებზე ზრუნავს და მათ შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად წერს, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვება. დიდი შანსია, შენი სტარტაპის შესახებაც არაერთი პოსტი მომზადდეს, რასაც უამრავი ადამიანი ნახავს.

შეავსე PayBox-ის სარეგისტრაციო ფორმა და დაამატე შენი სტარტაპი ახლავე.

კომენტარები