საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ბავშვი, რომელსაც შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა: რა მოხდა?

 

სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

ვაკის პარკში ახლადრეაბილიტირებულ შადრევანში სამ მოზარდს დენმა დაარტყა - ერთი მათგანი გარდაიცვალა. მძიმეა კიდევ ერთის მდგომარეობა - ის მართვით სუნთქვაზეა.

მოზარდები პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ და მის ამოსატანად წყალში შევიდნენ. შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია.

შადრევანი გუშინ კახა კალაძემ გახსნა, მისი რეაბილიტირება 6.5 მლნ ლარი დაჯდა. გახსნის შესახებ გამოქვეყნებული პრესრელიზი თბილისის მერიის არც ფეისბუკზე და არც ვებგვერდზე არ იძებნება

კომენტარები