საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა
სტატია გამოქვეყნებულია 4 კვირის წინ

სტრასბურგის სასამართლომ, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-2 (უდანაშაულობის პრეზუმფცია) დარღვევას დავობდა, გადაწყვეტილება გამოიტანა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას იმ ნაწილში, თუ როგორ მოიპოვეს და გამოიყენეს მტკიცებულებები, თუმცა დაირღვა  კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარებით.

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას გიორგი მამალაძისთვის სამი თვის განმავლობაში 9 418 ლარის გადახდა დაევალა. 

უფრო ვრცლად რას გადაწყვეტს ევროსასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე? წაიკითხეთ ჩვენს ახსნილში.

კომენტარები