საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
გერმანიას შობამდე, სავარაუდოდ, ახალი კოალიციური მთავრობა ეყოლება გერმანიას შობამდე, სავარაუდოდ, ახალი კოალიციური მთავრობა ეყოლება
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

ფედერალური არჩევნების შემდეგ გერმანიაში პარტიებმა კოალიციური შეთანხმება დადეს. სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა თითქმის დაასრულეს კოალიციური მოლაპარაკებები, რაც იმას ნიშნავს, რომ შობამდე ქვეყანას, სავარაუდოდ, ახალი კოალიცური მთავრობა ეყოლება.

სამი პარტიის 21 წარმომადგენელი -  მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატები (SPD), გარემოსდამცველი მწვანეები და ბიზნესზე ორიენტირებული თავისუფალი დემოკრატები (FDP) - რომლებიც ახალ კოლიციური მთავრობის შექმნას გეგმავენ, შეთანხმების პროექტს დღეს დაასრულბენ. ამის შესახებ პარტიის წყაროები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც პარტიები შეთანხმდენენ ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: ფინანსური და კლიმატის პოლიტიკა, ასევე მინისტრთა პოსტები.

ნებისმიერ შემთხვევაში, პარტიებმა კენჭი უნდა უყარონ აღნიშნულ შეთანხმეას.

Deutsche Welle-ს თანახმად, პარტიებს დეკემბრის მეორე კვირში სურთ, კანცლერად SPD-ის კანდიდატი ოლაფ შოლცი აირჩიონ და ახალმა მთავრობამ მუშაობა მალევე დაიწყოს.

გერმანიის ფედერალური არჩევნები 8 კვირის წინ - 26 სექტემბერს გაიმართა, ხოლო კოალიციური მოლაპარაკებები 21 ოქტომბერს დაიწყო.

თუ ოლაფ შოლცის კანცლერად არჩევა უკვე დაგეგმილია, ახალი მთავრობის ფორმირებას დაახლოებით 73 დღე დასჭირდება.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში პირველად მოქმედმა კანცლერმა ანგელა მერკელმა თავისი ნებით თქვა უარი ხელახალ არჩევნებზე, იგი 16 წლის განმავლობაში გერმანიის მმართველობის სათავეში იდგა. 

კომენტარები