საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი პატიმარი უკრაინის მოქალაქეა - ის საქართველოში ნარკოტიკის შეძენა-შენახვაზე იხდიდა სასჯელს.

როგორც მისი ადვოკატი ამბობს, გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ის საკანში იპოვეს გარდაცვლილი. ჯაბა კოჭლამაზაშვილი სხვა პატიმრების მხრიდან თავდასხმას არ გამორიცხავს. 

„აღიარებდა დანაშაულს, გამოძიებასთან თანამშრომლობდა. 10 ნოემბერს დადგა მის მიმართ განაჩენი და ელოდებოდა სხვა დაწესებულებაში გადაყვანას", - ამბობს ჯაბა კოჭლამაზაშვილი.

მომხდარს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებს.

კომენტარები