საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ბელარუსში კიდევ ერთი მედია „ექსტრემისტულად“ გამოაცხადეს და დახურეს ბელარუსში კიდევ ერთი მედია „ექსტრემისტულად“ გამოაცხადეს და დახურეს
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

ბელარუსში ქვეყნის ერთერთი ყველაზე ძველი გაზეთის ტელეგრამის არხი და სოციალური ქსელები „ექსტრემისტულ მასალად“ აღიარა. ეს გადაწყვეტილება 23 ნოემბერს მიიღეს, როდესაც ყველაზე ძველი ბელორუსული გამოცემა 115 წლის გახდა.

ბელორუსის თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ გამოცემა „ნაშა ნივა“, მისი "ტელეგრამისა" და სოციალური მედიის გვერდები, მინსკის სასამართლოს გადაწყვეტილებით და ინფორმაციის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე აკრძალა. 

სასამართლოს განჩინება 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს მათთვის, ვინც "ნაშა ნივას" მასალებს გამოაქვეყნებს ან გააზიარებს .

ბელორუსის ხელისუფლებამ გამოცემას ონლაინ ფუნქციონირება ივლისში აუკრძალა. მისი მთავარი რედაქტორი იაჰორ მარცინოვიჩი და ჟურნალისტი ანდრეი სკურკო კი დააკავეს. ორივე მათგანი ამ დრომდე საპატიმროში რჩება.

ბელორუსის ჟურნალისტთა ასოციაციის განცხადებით, ქვეყანაში სულ 29 ჟურნალისტია დაკავებული, იხდის სასჯელს ან სასამართლოს ელოდება.

გარდა ამ გამოცემისა, ქვეყანაში ათობით ახალი ამბების სააგენტო დახურეს. ეს ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის ხედვის ნაწილია, რომ შეზღუდოს ქვეყანაში ოპოზიციური და თავისუფალი მედია. ლუკაშენკო, რომელიც აცხადებს, რომ გასული წლის აგვისტოს არჩევნებში გაიმარჯვა, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღის ჩახშობას ცდილობს, რომელიც აღნიშნულ არჩევნებს მოჰყვა. ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის ეს მეექვსე საპრეზიდენტო ვადაა. ოპოზიცია და დასავლეთი აცხადებს, რომ კენჭისყრა გაყალბდა, რათა ლუკაშენკოს ძალაუფლება შეენარჩნებინა.

კომენტარები