საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ლა-მანშის სრუტეში ნავის გადაბრუნების გამო 30-მდე ადამიანი დაიღუპა - მიგრანტები ბრიტანეთში მოხვედრას ცდილობდნენ ლა-მანშის სრუტეში ნავის გადაბრუნების გამო 30-მდე ადამიანი დაიღუპა - მიგრანტები ბრიტანეთში მოხვედრას ცდილობდნენ
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

ლა-მანშის სრუტეში ნავის გადაბრუნების გამო 30-მდე მიგრანტი დაიღუპა - გასაბერი ნავით სულ 34 ადამიანი გადაადგილდებოდა. დაღუპულთა წარმომავლობა უცნობია.

მომხდარს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა "ყველაზე დიდი მიგრაციული ტრაგედია" უწოდა. ჟერალდ დარმანინის პირველადი ცნობით, ნავზე 34 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 31-ის ცხედარი იპოვეს. ასევე, გადარჩა 2 ადამიანი. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სულ ნაპოვნი იყო 27 ცხედარი, 2 ადამიანი გადარჩა, ხოლო 4 ცხედარი დაიკარგა - სავარაუდოდ, დაიხრჩო. ფრანგულ-ბრიტანული საერთო მისია გუშინ გვიან ღამით შეწყდა.

დარმანინის ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ოთხი ადამიანი - გამოძიების ვერსიით, სწორედ ისინი არიან დაკავშირებულნი ნავის ჩაძირვასთან.

საფრანგეთიდან დიდი ბრიტანეთისკენ არც ისე უსაფრთხო გზას ყოველწლიურად ათობით ადამიანი იყენებს კონტინენტური ევროპის დასატოვებლად. მიგრანტები ავღანეთიდან, სუდანიდან, ერაყიდან და ერიტრეიდან სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობენ დიდ ბრიტანეთში მოხვედრას. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს მიგრანტთა რიცხვი გასამმაგდა.

მთავარი ფოტო: AP / Louis Witter
კომენტარები