საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
EU-ის საელჩომ მოსამართლეობის კანდიდატთმა მოსმენაზე დასწრებაზე უარი განაცხადა EU-ის საელჩომ მოსამართლეობის კანდიდატთმა მოსმენაზე დასწრებაზე უარი განაცხადა
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, განცხადებით საელჩომ უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენაზე დასწრებაზე.

კარლ ჰარცელის განმარტებით, ამის მიზეზი მმართველი ძალის მხრიდან სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციების უგულებელყოფაა.

ელჩის თქმით, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესი "არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას და არც ევროკავშირის მიკროსაფინანსო დახმარების მისაღებად წაყენებულ პირობებს".

კარლ ჰარცელი ამბობს, რომ მიმდინარე პროცესი უნდა შეჩერდეს. 

„არსებობს პრობლემები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს", - ამბობს კარლ ჰარცელი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში  უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენა დაიწყო, პარლამენტი დღეს მოსამართლეებს გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს გაესაუბრება. ხოლო, ხვალ ნინო სანოძესა და თეა ძიმისტარაშვილს.

24 ნოემბერს, საერთაშორისო გამჭირვალობის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ გაუმართლებლად მიიჩნევს გასაუბრებების დაწყებას. მათი თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია კანდიდატთა წარდგენის კანონით განსაზღვრული ვადა.

საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ აღნიშნული პროცესებით "ქართული ოცნება" ე.წ. კლანს აძლიერებს და სასამართლოს დამოუკიდებლობას კიდევ უფრო მეტად აქვეყნებს ეჭვქვეშ.

კომენტარები