საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
TI: "ოცნების" და ზურაბიშვილის შემომწირველებმა 33.8 მლნ-ის ტენდერები მოიგეს TI: "ოცნების" და ზურაბიშვილის შემომწირველებმა 33.8 მლნ-ის ტენდერები მოიგეს
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე სახელმწიფომ გამარტივებული წესით 4500-მდე კონტრაქტი გააფორმა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 125 მლნ ლარი შეადგინა. აქედან 33.8 მლნ ლარის კონტრაქტები გაფორმდა იმ კომპანიებთან და ფიზიკურ პირებთან, რომლებიც "ქართული ოცნებისა" და სალომე ზურაბიშვილი შემომწირველები იყვნენ. 

აღნიშნულმა კომპანიებმა და პირებმა მმართველ პარტიას 2016-2021 წლებში 1.1 მლნ ლარი შესწირეს

„გამარტივებული შესყიდვის გზით სახელისუფლო პარტიის შემომწირველებთან კონტრაქტების გაფორმება კორუფციულ გარიგებებზე აჩენს ეჭვს", - ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.  

ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში კონტრაქტი გაუფორმდა 72 ახალდაარსებულ კომპანიას, დაფუძნებიდან მაქსიმუმ 6 თვეში. TI-ის ცნობით, 43-მა კომპანიამ კონტრაქტები დაფუძნებიდან 3 თვეზე ნაკლებ დროში მიიღო, ხოლო 8 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა.

 

 

კომენტარები