საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
წალენჯიხაში “დემოკრატიის ჰაბი” გაიხსნა წალენჯიხაში “დემოკრატიის ჰაბი” გაიხსნა
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

ორგანიზაციამ "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" (EECMD) წალენჯიხაში "დემოკრატიის ჰაბი" გახსნა. 

EECMD-იმ "დემოკრატიის ჰაბის“ ახალი ოფისის გახსნა 1 ნოემბერს დაანონსა.

„დემოკრატიის ჰაბში“ ახალგაზრდებისა და აქტიური მოქალაქეებისთვის შეხვედრები და სემინარები მოეწყობა, რომლებიც ძირითადად დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის საკითხებს  შეეხება.

EECMD-ის თქმით, ორგანიზაციის მიზანია, ახალგაზრდების, საჯარო-სამოქალაქო თანამშრომლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდაჭერა, ასევე თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების წახალისება.

„ეფექტური დემოკრატიის შექმნა, ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის გარეშე ძალიან რთულია” - EECMD მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმართველობის გაძლიერების მხარდაჭერას.

წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, ცესკოს მონაცემებით, ოპოზიციის წარმომადგენელმა გაიმარჯვა. 

დაწვრილებით იმ ინიციატივების შესახებ, რაც წალენჯიხაში განხორციელდება, წაიკითხეთ ბმულზე.

 

 

 

მთავარი ფოტო: EECMD
კომენტარები