საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
"მთავარი არხი" მარეგულირებელმა კომისიამ ვიდეოების გამო 111 903 ლარით დააჯარიმა "მთავარი არხი" მარეგულირებელმა კომისიამ ვიდეოების გამო 111 903 ლარით დააჯარიმა
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

"მთავარი არხი" კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 111 903 ლარით დააჯარიმა ორი ვიდეორგოლის სატელევიზიო ბადეში განთავსების გამო. საუბარია ორ ვიდეორგოლზე: "სირცხვილიას" მიერ დამზადებული რგოლი, რომელშიც "ქართული ოცნების" წევრების ფოტოებით ვლადიმერ პუტინის პორტრეტი იწყობა და, ასევე, ვიდეორგოლი სახელად "კლავს" - მიხეილ სააკაშვილის შესახებ მომზადებული მასალა.

"მთავარი არხის" იურისტი ამბობს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და თავისუფალ მედიაზე ზეწოლაა. თამთა მურადაშვილის თქმით, მომხდარით ცხადი ხდება, რომ ქვეყანაში მოქმედებს ცენზურა.

„არ არსებობს მუხლი, რის საფუძველზეც დაგვაჯარიმეს. იქცევიან ისე, როგორც იქცევიან დიქტატორულ ქვეყნებში. ცენზურა, ფაქტობრივად, ჩვენთანაა. სასამართლოში რაც შეგვხვდება, ვიცით ყველამ. ამ ჯარიმას არ გადავიხდით, ეს რეჟიმის ჯარიმაა", - ამბობს მურადაშვილი.

სამოქალაქო აქტივისტები კომისიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას "აქტივისტებზე განხორციელებულ ტერორს" უწოდებს და ამბობს, რომ მმართველი ძალა საკომუნიკაციო გზებს ახშობს. 

ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ აღნიშნული ვიდეორგოლით აქტივისტებს მათი პოზიციის გავრცელება სურდათ, რასაც "ქართულმა ოცნებამ" ტერორით უპასუხა.

„ქართული ოცნება იყენებს მარეგულირებელს კრიტიკული აზრის ჩასახშობად", - ამბობს ნოდარ რუხაძე "ენიგმასთან" საუბრისას.

კომენტარები