საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირება დასრულდა გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირება დასრულდა
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

„სოციალ-დემოკრატებმა“, „მწვანეებმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიციურ შეთანხმებას მიაღწიეს. მათ თავიანთი გეგმები სათაურით - „გაბედე მეტი პროგრესი“ ოთხშაბათს წარადგინეს.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, მთავარი მოლაპარაკებები ორ უმცროს პარტიას - „მწვანეებსა“ და ნეოლიბერალ „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის მიმდინარეობდა.  

თავისუფალ დემოკრატთა პარტიის ლიდერი კრისტიან ლინდნერი ფინანსთა მინისტრის პოზიციას დაიკავებს. მწვანეთა პარტიის ლიდერი რობერტ ჰაბეკი კი ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს, რომლის პორტფელიც ასევე გაფართოვდება კლიმატის მიმართულებით.

ახალი მთავრობა მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისთვის ქვეყნის ენერგიის დაახლოებით 80% განახლებადი წყაროებიდან მოდიოდეს, ასევე  მათ 15 მილიონი სრულად ელექტრო მანქანის დანერგვა სურთ გერმანიის გზებზე.

კომენტარები