ახალი ონლაინ მედია "ენიგმა" ჟურნალისტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს!
თუ ფიქრობ, რომ შენი ცხოვრებისეული მოწოდება ახალი ამბების შეგროვება, გაანალიზება და მისი გადმოცემაა - მაშინ ჩვენ მეგობრობის დიდი შანსი გვაქვს.
ჩვენთვის ორი რამ არის მნიშნელოვანი - გინდოდეთ ჩვენთან მუშაობა და გქონდეთ ამის უნარი.
არ არის აუცილებელი დიდი გამოცდილება, საკმარისია ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში რეფერენსირებადი კონტენტი გქონდეთ მომზადებული და ჩვენ მას აუცილებლად განვიხილავთ.
ენიგმა" ქართულ მედიაში ახალია - როგორც კონცეპტუალურად, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენ ვქმნით ე.წ. იქსფლეინერ კონტენტს, რომელიც არა მხოლოდ ყვება, არამედ პასუხობს კითხვას - რა კონტექსტი აქვს ამბავს - ერთი სიტყვით, ვხსნით მომხდარს - მარტივად და გასაგებად.
• აუცილებელია მიმდინარე მოვლენებისადმი ინტერესი;
• ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
• ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
• ინფორმაციის მოძიება, გადამოწმება, ბაზებში მუშაობა;
• საავტორო სტატიების მომზადება შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე;
• საკუთარი ტექსტების ვიდეო-სცენარის ფორმატში გადაწერა (სცენარის წერას ჩვენ შეგასწავლით);
Photoshop, Illustrator-ის ან Premiere Pro-ს საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად [გამზადებულ შაბლონში ტექსტისა და ფოტოს შესაცვლელად]
ვაკანსიაზე განცხადების გამოგზავნისას:
- უნდა გამოგვიგზავნოთ თქვენ მიერ მომზადებული ერთი გრძელი სტატია, ორი ნიუსი ან მასთან გათანაბრებული ტექსტი;
- თქვენ მიერ რედაქტირებული ვიდეო მასალა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- მაქსიმუმ 150-სიტყვიანი ტექსტი, რომელშიც მოგვიყვებით, რა იცით "Explainer Journalism-ის" შესახებ და რატომ გსურთ ამ მიმართულებით მუშაობა;
განცხადებები მიიღება მხოლოდ შემდეგ მეილზე: Jobs@enigma.ge
განცხადებების მიღების ბოლო დღე: 25 ოქტომბერი!