საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
დიმიტრი სანაია გენერალური დირექტორი
2 სტატია
ბიოგრაფია

დიმიტრი სანაიას ჟურნალისტური კარიერა 2016 წელს, ონლაინ მედია On.ge-ში დაიწყო. 2017 წლამდე ის ქმნიდა კონტენტს On.ge-ს ჟურნალისთვის, ხოლო 2017 წელს გახდა ონლაინ გამოცემის კონტენტ-მარკეტერი. 2018 წლიდან დაიკავა On.ge-ს კომერციული განყოფილების უფროსის ადგილი, 2019 წლის აგვისტოში კი დატოვა თანამდებობა.

2019 წლის 1 სექტემბრიდან დიმიტრი სანაია ინტერნეტ ჟურნალ AT.ge-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. აქ გატარებული დროის განმავლობაში მან განახორციელა არაერთი წარმატებული პროექტი და 2-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა თანამდებობა.

2021 წელს მან დაარსა ახალი ინტერნეტ პლატფორმა "ენიგმა მედია".

გარდა ჟურნალისტური საქმიანობისა, დიმიტრი სანაია აქტიურად არის ჩართული მარკეტინგულ საქმიანობაში და ითავსებს Motion Designer-ისა და ქოფირაითერის სამუშაოს. მას კარიერის განმავლობაში 50-ზე მეტი წამყვანი კომპანიისთვის შეუქმნია მარკეტინგული კონტენტი და სარეკლამო ტექსტი.